saqarTvelos mdinareebi - xaniswyali
ტერიტორიული ერთეულები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
სათავე | მესხეთის ქედი |
შესართავი | რიონი |
სიგრძე | 57 კმ |
აუზის ფართობი | 914 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 22.8 მ³/წმ |
მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2280 მ. სიგრძე 57 კმ. აუზის ფართობი 914 კმ2. ერთვის მდინარე რიონს მარცხნიდან, სოფელ ვარციხესთან. სიგრძე 57 კილომეტრი. აუზის ფართობი 914 კმ2. მთავარი შენაკადებია: ლაიშურა, ქერშავეთი, წაბლარასწყალი, საკრაულა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვესა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, შემოდგომაზე - წყალმოვარდნები, ზამთარსა და ზაფხულში - წყალმცირობა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 22,8 მ3/წმ. გამოყენებულია სარწყავად, გაყვანილია დიმი–როკითის, ვარციხისა და აბხანაურის სარწყავი არხები.